მარკეტინგის მენეჯერი — ტრანსპორტერი

ტრანსპორტერი — ლოგო
ტრანსპორტერი
HR აქტიურია

მარკეტინგის მენეჯერი

₾2500 - 3000 ლარი ხელზე ასაღები აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია.

 

ძირითადი პირობები:


  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი ხელზე ასაღები (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
  • ქვეყნის ფარგლებში მივლინებები ივენთებიდან გამომდინარე


ძირითადი მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიცაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტო-მოტო სფეროში)
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება (როგორც ციფრულ არხებში, ისე ფიზიკურ სივრცეში)
  • უპირატესობა მიენიჭება ავტო-მოტო სპორტის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვის და ჩატარების გამოცდილების ქონას
  • ძლიერი საოგრანიზაციო უნარები
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • კომერციულ დეპარტამენტთან და ბრენდ მენეჯერებთან კოორდინირებული მუშაობით გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით.
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების ეფექტური დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი (როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ არხებში).
  • ბრენდული, ივენთ-პროექტებისა და კორპორატიული ღონისძიებების სრული ციკლის ორგანიზება, ლოჯისტიკა და მართვა
  • კომპანიის მარკეტინგული გეგმის შესრულება მარკეტინგის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით
  • მარკეტინგული ბიუჯეტის კამპანიების მიხედვით შედგენა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება და ხარჯების კონტროლი და ანგარიში
  • გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა – მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა (პრეზენტაციები, მასალები და სხვ.) საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგული მოთხოვნების/ ანგარიშგებების მომზადება და კონტროლი.
  • სოციალური მედიის აქტივობების მართვა და შესაბამისი გუნდის (კონტენტ კრეატორები, დიზაინერები და სხვ.) კოორდინაცია
  • სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების (ტექსტი, დიზაინი, ვიდეო და ა.შ.) მომზადების პროცესის მართვა
  • შოურუმის ვიზუალი: შოურუმის ვიზუალური მხარის მოწესრიგება - კონცეფციების შეტანა, ბანერებით უზრუნველყოფა და სხვა
  • კრეატიული კამპანიები და ციფრული მხარე: ბრენდის პოზიციონირებისთვის ახალი იდეების განხორციელება, Google Review-ები, SEO ოპტიმიზაცია და სხვა პრობლემების მოძიება/აღმოფხვრა


განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.


შერჩევის ეტაპები:


  1. რეზიუმეების გადარჩევა
  2. პირისპირ გასაუბრება


ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ