მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი რუსთავის ფილიალში — Eurobrand

samushao.ge
Eurobrand — ლოგო
Eurobrand პრემიუმი

მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი რუსთავის ფილიალში

₾700-750 ლარი + საბონუსე სისტემა ახალი რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი

  კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოდგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...)


მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.რუსთავი რუსთავი მოლის (შარტავას გამზირის და ქუჩა ლომოურის გადაკვეთაზე 1) ფილიალში.


ძირითადი მოთხოვნები:



** გამართული მეტყველება;

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;

** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;

** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** საშუალო/უმაღლესი განათლება;

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);

** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;

** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.


ფუნქციები და მოვალეობები:


** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;

** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.

ჩვენ გთავაზობთ:


** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 700-750  ლარი; დამატებით საბონუსე სისტემა.

** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი

 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge  და  მიუთითოთ პოზიცია: მაღაზიის „კონსულტანტი რუსთავი ფილიალში“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ. 

ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 40 66 48 (სამუშაო საათებში)


გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ